თბილისში, ჭილაძის 166-ე ნომერში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე აფეთქება მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ნგრევა არ მოჰყოლია. დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ორი საავადმყოფოში თვითონ მივიდა, ერთი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა
კომენტარები