სოციალური ქსელის მომხმარებელი ილია ახალგორელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს და გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურება.
“რელიგიური ტურიზმი ისეთი დარგია, რომელიც მჭიდრო კავშირშია საქართველოს ისტორიასთან, რომელიც საამაყოა ჩვენთვის. საქართველოს ეკონომიკის ერთერთი წამყვანი დარგია ტურიზმი. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთერთი ყველაზე ცნობადი პიროვნება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. სოლომონ ბრძენის იგავისა არ იყოს, ჩვენ რომ სიკეთე გვინდოდეს, ხელს მაინც არ შევუშლიდით, მაგრამ ზბროდი ვართ გოიმების და ერთმანეთს ავყევით, ქვეყნის მასხარად ვაქციეთ კარგი იდეა, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენი ეგოს იქით არ ვიყურებით. ძალიან დიდ გოიმობაში ხართ ჩავარდნილი ხალხნო, განსაკუთრებით კი
1) ის ხალხი ვინც ამბობდით, რომ ღმერთმა აპატია მეძავს, მაგრამ რატომღაც ახლა ეს ღმერთი ვერ აპატიებს სალომეს რეიბანებს მზეში.
2) მორწმუნე ბნელები, რომლებმაც გუშინ ერთმანეთს ნინოობა მიულოცეთ და პილიგრამობაზე ღადაობთ დღეს.
3) ის პატრიოტები, რომლებიც გუშინ ჯავახეთის უყურადღებოდ მიგდების გამო აკრიტიკებდით მთავრობას და დღეს პრეზიდენტს აკრიტიკებთ ჯავახეთის ფეხით შემოვლისთვის.
4) ტურიზმში დასაქმებულები, რომლებსაც ტურიზმი მარტო киндзмараули და хачапури გგონიათ.
5) ქართული ღვინის სფეროში მოღვაწე ხალხი, რომლებსაც ვერ გაგიგიათ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს პოპულარობის მხრივ ვაზის ჯვრით ქრისტიანობის მიღებამ და ამის აფიშირებამ პრეზიდენტის მხრიდან
6) ჭურნალისტები, რომლებიც ჯერ ხალხის განწყობას იგებენ ფეისბუკიდან და მერე ისე შეფუთულს აძლევთ უკვე ნიუსის სახით.
7) ფემინისტები ყველა რჯულის, რომლებსაც გავიწყდებათ რომ პრეზიდენტიც ქალია.
8) და ყველა დანარჩენი, ვისაც გონება დახშული გაქვთ, გული გაქვავებული, აზრები მკვდარი და მარტო მიბაძვის ინსტიქტებით ცხოვრობთ”-წერს ილია ახალგორელი.