ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან.
“ეს ფოტოები ზუსტად 1 წლის წინ, 2018 წლის 3 ივნისსაა გადაღებული ვაკის პარკში. ის, რაზეც აქ ვსაუბრობდით, 1 წლის შემდგომ, სიმბოლური დამთხვევის წყალობით, ნაწილობრივ იქნა მიღწეული. დღეს სასამართლომ დაადასტურა მკვლელობის ჯგუფური ხასიათი და ის, რომ ჯგუფური მკვლელობის სხვა მონაწილენი დაუსჯელნი არიან. სამართლიან და სამართლებრივ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”, – წერს ნინო ლომჯარია.
კომენტარები