საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ტელეკომპანია “1+1”-ის პროგრამა სატელევიზიო ახალი ამბების ჟურნალისტი დარია სჩასტლივაია კიევის შემოგარენში მდებარე თავის სახლში მიიწვია და დაათვალიერებინა. შენობა ერთსართულიანია და დედამისის სახელზეა გაფორმებული. როგორც პოლიტიკოსი ამბობს, მას მეტი არც სჭირდება – ყველაფერი, რაც აუცილებელია, ერთსართულიან სახლში მშვენივრად არის მოთავსებული – დიდი ოთახი, ორი მომცრო საძინებელი და აბაზანა.
იგი ტელეკორესპონდენტ დარია სჩასტლივაიას ბრენდულ ტანსაცმელ-ფეხსაცმელში გამოწყობილი შეხვდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ძვირფასად ჩაცმულობისაკენ მიდრეკილებას
მაინცდამაინც არ განიცდის. “ფეხსაცმელთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს – 48 ზომის ტუფლი მჭირდება და ამიტომ რასაც ვნახავ, ყველაფერს ვყიდულობო”, – ეუბნება ჟურნალისტს.
ახლა მას Prada-ს ფეხსაცმელი აცვია და Balenciaga-ს სათვალეები აქვს. “Balenciaga-ს მთავარი დიზაინერი ქართველია და ამიტომ მასთან სოლიდარობის გამო ვყიდულობ ამ ფირმის სათვალეებსო”, – განმარტავს ექსპრეზიდენტი.
როგორც გავარკვიეთ, Prada-ს ბოტას, რომელიც ექსპრეზიდენტს სიუჟეტში აცვია, ძვირადღირებული ბრენდის 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის და ამჟამად 745 აშშ დოლარი ღირს.