ყაზბეგში მომხდარი ტრაგედიის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
კატასტროფის შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის დაღუპულია პილოტი, 45 წლის ილიკო ბაიდაშვილი.
დაღუპულის ახლობლების თქმით, ბაიდაშვილი გამოცდილი პილოტი იყო.
ეს უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო–საჰაერო ძალების სარდლობის მთავარი შტაბის ა–7 განათლების სამმართველოს უფროსი იყო.
ილიკო ბაიდაშვილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, რომელთაგან ყველაზე პატარა 2 წლისაა.
კომენტარები