კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბუნებრივი აირის შეზღუდვასთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცბლელად გთავაზობთ:
“დღეს, 5 აგვისტოს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქ. 8-თან გამავალ საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება შემდეგ მისამართებსა და კომერციულ ობიექტებზე: კოსტავას ქ. 71ა, ალმასიანის ქ. 23/25, 29, 29ა, ბერბუკის ქ. 8, 10, ალექსიძის ქ. და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კომერციული ობიექტები (1000-მდე აბონენტი).
სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება აღდგება ეტაპობრივად.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს.