საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიური შეჯიბრის დაწყებას ულოცავს და თითოეულ მათგანს წარმატებებს უსურვებს.
„დღეს ოლიმპიადა იხსნება! პირველ რიგში თქვენ, ძვირფასო ოლიმპიელებო გილოცავთ ოლიმპიური შეჯიბრებების დაწყებას.
დღეს სტარტს იღებენ ჩვენი მშვილდოსნები. წარმატებები მათ.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი არცერთი სპორტსმენი თავს არ დაზოგავთ გამარჯვებისთვის და ყველას სიხარულს მოგვანიჭებთ თქვენი წარმატებებით.
დღეს და მთელი ოლიმპიადის განმავლობაში სრულიად საქართველო თქვენი გულშემატკივარია. გამარჯვებას გისურვებთ!“ – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
კომენტარები