გლდანში, ქერჩის ქუჩაზე მოკლულ ახალგაზრდას მეზობლები დადებითად ახასიათებენ.
როგორც ისინი აცხადებენ, მოკლული უკონფლიქტო პიროვნება იყო.
“ძალიან კარგი პიროვნება იყო. სალმის გარეშე არ გაგვივლიდა, მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა. დევნილ ბავშვებზე შეღავათი ჰქონდა დაწესებული. ასეთი ვის რა აწყენინა, ასე სასიკვდილოდ რომ გაიმეტეს. დღეს რესტორანში უნდა ეცეკვა და, როგორც ჩანს, ეს მკვლელმა იცოდა და უკან გამოჰყვა”, – აცხადებენ მეზობლები.
მკვლელობა გლდანში ერთი საათის წინ მოხდა. 30 წლის მამაკაცს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 2-ჯერ ესროლა, იგი ადგილზე გარდაიცვალა.
კომენტარები