თბილისში, ქერჩის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ოფიციალურად ბრალს დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს. მან უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული და დანაშაულის ჩადენის მოტივზე დეტალურად ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გლდანში, ქერჩის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გარდაცვლილს ჭრილობები თავსა და ხელში ჰქონდა მიყენებული. 37 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ხაშურის რაიონში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქერჩის ქუჩაზე მდებარე ქორეოგრაფიულ დარბაზში ანსამბლ ხერთვისის ხელმძღვანელი ივანე წიკლაური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
“ხერთვისის“ ხელმძღვანელის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს დღეს წაუყენებენ
2016/08/07 16:08:44
ნანახია: 1804 ჯერ