ბაჩო ახალაიას სწამს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში ენმ გაიმარჯვებს და პრემიერ-მინისტრის პოსტს მიხეილ სააკაშვილი დაიკავებს, ეს განცხადება მან “თავისუფალი ზონისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. კითხვაზე, ვინ არის თქვენთვის მიხეილ სააკაშვილი, ახალაიას შემდეგი პასუხი გასცა.
” საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მომავალი პრემიერ-მინისტრი. ადამიანი რომელმაც საქართველო სახელმწიფოდ აქცია და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ სახელმწიფოს გამდიდრება და გაერთიანება. პოლიტიკოსი, რომლის არ გამოყენების უფლება არ აქვს დღევანდელობას.”
კომენტარები