ე.წ ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებული დავით ჩაჩიბაია-გერლიანი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
როგორც ადვოკატები აცხადებენ, ის მისი ნების საწინააღმდეგოდ, სრულიად უკანონოდ გამოაძევეს უკრაინიდან და ამაში ჩართულები იყვნენ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები ხატია დეკანოიძე და გია ლორთქიფანიძე.
მათივე თქმით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელშიც ჩართული იყვნენ მიხეილ სააკაშვილი ლორთქიფანიძე-დეკანოიძესთან ერთად და ასევე „ნაციონალური მოძრაობა“.
პროკურორის განცხადებით, ჩაჩიბაიას მიმალვისა და გამოძიებისათვის თავის არიდების საფრთხე კვლავ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ დავით ჩაჩიბაია-გერლიანს ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. უკრაინიდან მისი ექსტრადირება 2 თვის წინ განხორციელდა.
კომენტარები