ექსპერტი მამუკა არეშიძე მის ხელთ არსებულ სკანდალურ ინფორმაციას PrimeTimeNews-ის პრესკლუბში ახმოვანებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების წინააღმდეგ ფარული კადრების გავრცელება იგეგმება.
მისივე ვარაუდით, ამ პროცესში თავად საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილია ჩართული. არეშიძის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კადრების გავრცელების თემაზე უკვე მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შესაძლო გავრცელებაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულნი. ამასთან, უფრო უარესი, ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ამ მოლაპარაკებებში თავად პაპუაშვილი მონაწილეობდა. ვგულისხმობ, მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. თუმცა, მე რომ მკითხოთ, ამის არ მჯერავს, ვინაიდან, არა მგონია, ამხელა თანამდებობის პირი ასეთ ნაბიჯზე წავიდეს. თუმცა, ასეთი ინფორმაცია ჩემამდე ნამდვილად მოვიდა. ამ ვიდეოების შესაძლო გავრცელება არ ნიშნავს შანტაჟს, ეს შეიძლება იყოს მაკომპრომიტირებული მასალა, რომელიმე ძალის ხელში და ამ შემთხვევაში ეს ძალა შეიძლება ყოფილი ხელისფულება იყოს“, – აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, დღევანდელი პრესკლუბი პრევენციულ ნაბიჯს წარმოადგენს და შესაძლოა, ამ შეხვედრის შემდეგ, ეს კადრები აღარ გავრცელდეს.