50%-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის კონტროლი არანაირი გარანტია არ არის”, – ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” დამფუძნებლების – დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საუბარი ძალიან ბევრია და ჩემი პასუხია, რომ ყოველდღიურობა გვაჩვენებს იმას, რომ სარედაქციო პოლიტიკაში არც არავინ ჩარეულა და არხი აგრძელებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა. ვერავინ მეტყვის, რომ ვინმემ რაიმე მითითება მისცა ჟურნალისტებს. 50%-ის კონტროლი, ჩემი აზრით, არანაირი გარანტია არ არის სარედაქციო დამოუკიდებლობისა. დათოს განცხადება იყო, რომ ის აპირებს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ შემთხვევაში, სად არის ლოგიკა? ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მათ არ მოსწონთ სარედაქციო პოლიტიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.
ცნობისთვის, “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ტელევიზიის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე – წილის 40 პროცენტზე უარს ამბობენ და სამართლებრივ დავას აგრძელებენ.
პაატა სალია: 50%-ის კონტროლი სარედაქციო დამოუკიდებლობის არანაირი გარანტია არ არის
2019/08/01 19:21:12
ნანახია: 1016 ჯერ