170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი-ეს სტატისტიკა აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. ხუთდღიანი ომიდან 11 წელი გავიდა.
დღეს დაღუპულ გმირებს და უახლესი ისტორიის ყველა მძიმე დღეებს იხსენებენ. მუხათგვერდის სასაფლაოზე პრემიერმინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.
პრემიერმინისტრის ბრძანებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს დროშები.
ზუსტად 11 წლის წინ 130 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, განადგურდა 50-ზე მეტი ქართული სოფელი, საქართველოს ტერიტორებს დღემდე მცოცავი მავთულხლართები ჰყოფს. იმის მიუხედავად, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმას ხელი მოეწერა, რუსეთი კვლავ უარს ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და განაგრძობს ოკუპაციას.