ირაკლი ღარიბაშვილი მე-4 შვილის მამა გახდა. ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუკა თამაზაშვილს ქალიშვილი შეეძინათ. ნინო ღარიბაშვილი დღეს გამთენიისას დაიბადა. გოგონა 3,5 კილოგრამს იწონის.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. ყოფილ პრემიერს 3 ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
“მე და ნუნუკას მე-4 შვილი შეგვეძინა! ნინო ღარიბაშვილი! ვამაყობ ჩემი მეუღლით”! – დაწერა ორიოდე საათის წინ ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში.
კომენტარები