აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს და უკრაინას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი მოუწოდებს რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ.
„მიგვაჩნია, რომ ნებისმიერმა ქმედებებმა, მათ შორის განცხადებებმა ან შენიშვნებმა შესაძლოა გამოიწვიოს ისედაც ძალიან დაძაბული და საშიში სიტუაციის უფრო მეტი ესკალაცია“, – განაცხადა ტრიუდომ.
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ადმინისტრაციული საზღვრის რაიონებში, ასევე დონბასში, შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე განლაგებული დანაყოფები გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ გასცა ბრძანება.
კომენტარები