თბილისის საქალაქო სასამართლოში „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლების ზაალ იაკობიძის და დავით მიმინოშვილის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
შპს „სენტა პეტროლიუმი“ და შპს „ბემონი“ წარმოადგენდნენ ერთი ბიზნესჯგუფის კომპანიებს. მათი საქმიანობის საგანი გახლდათ ნავთობროდუქტების იმპორტი, საბითუმო და საცალო ვაჭრობა. ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთამაშე კომპანიებს შორის, საკმაოდ წარმატებულ ბიზნესჯგუფი სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მოცულობის მიხედვით, არაერთხელ ყოფილან ლიდერები. შპს ”სენტა პეტროლიუმის” ერთობლივმა შემოსავალმა 2010 წელს – 155,000,000 ლარს, ხოლო იმავე პერიოდის დეკლარირებულმა მოგებამ 17 000 000 ლარს გადააჭარბა.
2010 წლის ნოემბრის ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ბრალდებულ (ძებნილ) დავით კეზერაშვილის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა მოსარჩელეთა ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და ამავდროულად, შპს “ბემონის” დირექტორებთან, ზაალ იაკობიძესთან და დავით მიმინოშვილთან, რომელ შეხვედრაზეც კეზერაშვილმა მოითხოვა შპს “ბემონისა” და შპს “სენტაპეტროლიუმის” აქტივების მის მიერ დასახელებულ კომპანიებზე მიყიდვა, შეუსაბამოდ დაბალ ფასად – 28,000,000 აშშ დოლარად, რომელი ფასიც განხილვას არ ექვემდებარებოდა, ხოლო გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო დაუყოვნებლივ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდებოდა მათი დაპატიმრება და ბიზნესის წართმევა.
საქმეზე, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავად კეზერაშვილის ყოფილმა მოადგილემ მისცა ჩვენება, სადაც დეტალურად აღწერდა, როგორ ხდებოდა ბიზნესმენების დავით მიმინოშვილისა და ზაალ იაკობიძის დაბარება პიქსელის შენობაში, კეზერაშვილის კაბინეტში და მათთვის ბიზნესის იძულებით წართმევა, შანტაჟი, ზეწოლა და მუქარა.
სასამართლოს ბოლო სხდომებზე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, „სენტა პეტროლიუმის“ მხარე დაცვის გარეშე მონაწილეობდა. მოსამართლე თეა ხამხაძემ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის ადვოკატის შუამდგომლობა, დამცველის ავადმყოფობის გამო სხდომის გადადების თაობაზე, და სხდომები ერთი მხარის დაცვის გარეშე განაგრძო. დღეს სასამართლოზე მხარეები საპაექრო სიტყვებით წარსდგებიან და, სავარაუდოდ, მოსამართლე საბოლოო განაჩნს გამოიტანს.
“ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ჩვენს საქმესთან დაკავშირებით. თითქმის ორწელიწად ნახევარია შეტანილი გვაქვს სარჩელი სასამართლოში და სასამართლო სხდომები დაჩქარებული წესით, მხოლოდ ახლა, ივლისში ინიშნება. მანამდე საქმის განხილვა ჭიანურდებოდა და ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვისას მოსამართლემ დაცვის გარეშე დაგვტოვა.“ – განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
მოსარჩელე მხარე დავობს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს საეჭვო დასკვნაზე, რომელიც კომპანიის ქონების და ბიზნესის საფასურს არ შესაბამება. ალტერნატიულმა ექსპერტიზამ ეს ფაქტი დაადასტურა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჩადუნელის მიერ განხორციელებული ექსპერტიზის დასკვნა სამოქალაქო საქმეში, როგორც მტკიცებულება, დღეს უკვე გამოკვლეულია. 2016 წლის 8 აგვისტოს თავად გიორგი ჩადუნელი დაიკითხა.
სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩადუნელი ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ექსპერტიზის წინაშე არ დასმულა შეკითხვა ბიზნესის შეფასების თაობაზე, თუმცა ფაქტია, რომ 2016 წლის 29 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნაში თეთრზე შავით წერია გამოძიების მიერ დასმული შეკითხვები, მათ შორის ბიზნესის შეფასებსთან დაკავშირებით – გამოძიება ექსპერტიზისგან პასუხს ითხოვდა შემდეგ შეკითხვებზე: 1.რა თანხას შეადგენდა შპს “სენტაპეტროლიმი”-სა და შპს „ბემონი“-ს აქტივების საბაზრო ღირებულება, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის; 2. რა თანხას შეადგენდა შპს „სენტაპეტროლიუმი“-სა და შპს „ბემონი“-ს წილების საბაზრო ღირებულება სხვა საწარმოებში; 3. რა თანხას შეადგენდა შპს „სენტაპეტროლიუმი“-სა და შპს “ბემონი“-ს, როგორც ბიზნეს საწარმოს.
დავით კეზერაშვილს განაჩენს დღეს გამოუტანენ
2016/08/12 15:58:57
კომენტარები
ნანახია: 1761 ჯერ