ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის საპარლამენტო გამოსვლას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
“ვახტანგ გომელაური.
ახლა ვუსმენდი და იმდენად მარტივად, გასაგებად და, ამავდროულად, სრულად ახსნა და განმარტა ყველაფერი, ჟურნალისტებმა თავისით მოაშორეს მიკროფონები და არც გამოკიდებიან.
ღიმილით საუბარიც საგანგებო აღნიშვნას იმსახურებს.
კარგი მინისტრი იქნება, – მტრებად არ თვლის ხალხს და მის ყველაზე აქტიურ ნაწილს – ჟურნალისტებს“, – წერს ბონდო მძინარაშვილი.
კომენტარები