მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, 15 ქულით გაქცევა მოახერხა, მეტოქემ სხვაობა შეამცირა და პირველი მეოთხედი 27:17 დასრულდა. 10 ქულით გამორჩეული ბითაძე იყო.
მეორე პერიოდში შეცვლაზე შესული კალათბურთელებიც კარგად გაისარჯენ, 17 ქულით დავწინაურდით, მოწინააღმდეგემ ისევ შეძლო ანგარიშის შემცირება, ამჯერად მინიმუმამდე, თუმცა შენგელიას ძალისხმევით პირველი ტაიმი 48:42 მოვიგეთ.
დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 77:67 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი მეოთხე პერიოდი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სტუმართა გუნდიდან 12 ქულა ფერელმა მიითვალა, 11-11 კი დრობნიაკმა და კლიაიჩმა.
მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 31 აგვისტოს გასვლაზე პორტუგალიასთან გამართავს.
