რიოს ოლიმპიადის ლიცენზირებულმა მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ, საწყალოსნო ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.
ბოლქვაძემ ოლიმპიადა სისხლში აკრძალული პრეპარატის აღმოჩენის მიზეზით გამოტოვა.
როგორც ბოლქვაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აკრძალული პრეპარატი არასდროს მიუღია.
“ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გავიგე, რომ რიოში ვერ წავიდოდი, რადგან დოპინგ ტესტზე ამოვიდა პასუხი, თითქოს მიღებული მქონდა აკრძალული პრეპარატი. ეს ყველაფერი ჩემთვის იყო სრული შოკი, ამიტომ სასწრაფოდ გავგზავნეთ მეორე სინჯი. მოვიდა პასუხი, რომ სუფთა ვიყავი”,-აღნიშნა ბოლქვაძემ.
როგორც ბოლქვაძემ აღნიშნა, ოლიმპიადის გამოტოვებამ მისი ცხოვრება სრულად არია.
“მე ვემზადებოდი 4 წლის განმავლობაში ოლიმპიადისთვის. მინდოდა, რომ ჩემი ქვეყანა მესახელებინა, მაგრამ არ გამოვიდა. ყველას ბოდიშს ვუხდი, რომ ესეთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. არ მინდა, ვინმეზე კონკრეტულად ვისაუბრო და წინასწარი დასკვნები ვაკეთო. კიდევ ერთხელ ვამბობ, აკრძალული პრეპარატი არ მიმიღია. 10 წლიდან ვცურავ და არასდროს არ მიფიქრია, რომ რამე აკრძალული პრეპარატი მიმეღო“,-აღნიშნა ირაკლი ბოლქვაძემ.