უფლებადამცველი ორგანიზაციის „ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავლის“ მიერ შემუშავებული ექვსი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. სამ კვირაში 130 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა!
აჭარის მაცხოვრებლებს შორის სულ უფრო პოპულარული ხდება კანონპროექტი „შავი ზღვის აკვატორიისა და აჭარელი მეთევზეების უფლებების დაცვის“ შესახებ. მის მხარდასაჭერად უკვე 21 507 ადამიანმა მოაწერა ხელი.
„აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის მიმდებარე ქალაქებისა და სოფლების მაცხოვრებლებისთვის, რომელთათვის თევზის ჭერა – ხშირად მათი ოჯახების შენახვის ერთადერთი საშუალებაა!
მოქალაქეები ჩვენს კანონპროექტს აქტიურად უჭერენ მხარს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს სამსახურით უზრუნველვყოთ ქართველი მეთევზეები და ამასთანავე თურქული დროშის ქვეშ მცურავი სეინერების მიერ არაკონტროლირებად თევზჭერას აკრძალავს. სწორედ უცხოური გემების უკონტროლო საქმიანობა ათასობით აჭარელს შემოსავალს ართმევს, უთევზო უდაბნოდ აქცევს შავი ზღვის ქართულ აკვატორიას და რეგიონის ეკოსისტემაზე დამღუპველად მოქმედებს“ – აღნიშნულია უფლებადამცველი ორგანიზაციის “ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავლის“ განცხადებაში.
ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დარეკოთ უფლებადამცველი ორგანიზაციის ცხელ ხაზზე შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: (032) 239-22-11 და (551) 39-22-11 ან დაუკავშირდეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: listgeorgianfuture@gmail.com.
ორგანიზაცია “ლეონიდ ჩერნოვეცკი-ქართული მომავლის“ მიერ ექვსი კანონპროექტის მხარდასაჭერად 130 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა
2016/08/16 11:29:28
კომენტარები
ნანახია: 1619 ჯერ