ლადო ბედუკაძე სახელმწიფო დაცვა მოეხსნა. ინფორმაციას ამის თაობაზე “მაესტრო” ავრცელებს.
შესაბამისი ცნობა ბედუკაძემ პროკურატურისგან უკვე მიიღო.
ბედუკაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია რის საფუძველზე მიიღო პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება. საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ ბედუკაძეს განსაკუთრებული თანამშრომლობისათვის საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ჩასვეს მოწმის დაცვის პროგრამაში და დაუნიშნეს სახელმწიფო დაცვა.
კომენტარები