ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში გავიდა. ნადირაძემ ნახევარფინალში მესამე გაცურვის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.146 წამში დაფარა.
ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან სპრინტში იასპარეზა კვალიფიკაციაში 7-კაციან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, რაც ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისი შედეგია. ნადირაძემ დისტანცია 41.423 წამში დაფარა.
კომენტარები