მთავარი არხის ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “რუსთავი2”-ის გენერალურ დირექტორ პაატა სალიას ქურდობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არხზე მუშაობის დროს, ხელფასიდან, საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა უკან გამოითხოვა და სახელმწიფომაც ჩარიცხა, თუმცა მას არ მიუღია.
“არ მეგონა, ასეთი წვრილმანი ქურდბაცაცაც თუ აღმოჩნდებოდი. ჩემი მოთხოვნის საფუძველზე საპენსიო ფონდში მითხრეს, რომ ჩემი კუთვნილი თანხა სახელმწიფომ 1 აგვისტოს გადაურიცხა “რუსთავი 2-“-ს. თუმცა ტელეკომპანიას ეს თანხა ჩემთვის დღემდე არ დაუბრუნებია. ანუ გარდა იმისა, რომ “რუსთავი 2” არ მაძლევს ჩემს კუთვნილ ხელფასს, მან ასევე მიითვისა ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც სახელმწიფომ საპენსიო ფონდიდან გადაურიცხა ტელეკომპანიას ჩემთვის დასაბრუნებლად. საქართველოს პროკურატურა სალიას მიერ რუსთავი 2-დან თანხების მითვისებაზე რომ დაიწყებთ გამოძიებას, ეს საქმეც არ დაგავიწყდეთ!’- აცხადებს ეკა კვესიტაძე.