პარტია “ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში გუბაზ სანიკიძის მიერ “მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
“სინანულით ვუყურებ “ქართული ოცნების“ კოალიციიდან თუ პარტიიდან სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზით გასული თუ გაყვანილი პოლიტიკოსების ეთერ-ეთერ სიარულს და ბიძინაზე უსირცხვილო ჭორაობას, რაზეც მხოლოდ ერთი ანალოგია მახსენდება – განქორწინების მერე უარყოფილი ქალები ყოფილ ქმრებზე რომ ჭორაობენ, არ უდგებოდა… სახლში გულიო“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
მთავარი არხის გადაცემა “მთავარ აქცენტებში“ ნიკა გვარამიასთან სტუმრობისას გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს: “უახლოეს დღეებში ვაპირებ, ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე“.
კომენტარები