თბილისის ზოგიერთ უბანს 22 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულის მიზეზი გეგმური სამუშაოების ჩატარებაა.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წინანდლის, ახმეტის, ივერიელის, დოესის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კობარეთის, ნოსირის, კასპის, უბილავას, ხახანაშვილის და ზურაბიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ჟღენტის, ნუცუბიძის და მარგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ფიროსმანის და ვაგზლის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, დიღმის მასივის IV, V კვარტლების, ბათუმის, წინამძღვრიშვილის, ტრანსპორტის, კარალეთის და ბაქრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, აბაშიძის და ბაზალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ფეიქართა, ანდრონიკაშვილის, ქსნის, არბოს, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, მუხრანის და ანაპის 44-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს.
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.