პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და არ დავუშვებთ, მის ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ, პროტესტი გამოხატონ, თუმცა ეს კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტი არის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო და არ დავუშვებთ, მის ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პარლამენტი ისე იმუშავებს, როგორც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა აქვთ, პროტესტი გამოხატონ, თუმცა ეს კანონის ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ერთხელ ეს უკვე მოხდა. იმედი მაქვს, მსგავსი რამ არ მოხდება, თუმცა თუ საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, პარლამენტმა იფუნქციონიროს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 25 ნოემბერს მასშტაბურ საპროტესტო აქციას, ხოლო 26 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.