პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დააკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
მათივე ცნობით, დაკავებულებიდან ერთ-ერთი პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დაკავებულია მათი ორი წევრი, რომელთაც მანქანით აქციის მონაწილეებისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდა.
კომენტარები