მოსკოვის ცენტრში, ფსბ-ს შენობასთან სროლას სულ ცოტა 4 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 3 თავდამსხმელი ფსბ-ს შენობაში შეჭრას ცდილობდა. დაცვამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ორმხრივი სროლის შედეგად 2 თავდამსხმელი მოკვდა, ერთმა კი გაქცევა მოახერხა და მორიგე პოლიციელი მოკლა. ის ერთ-ერთ შენობაში გამაგრდა, თუმცა სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ის მოხმდრიდან 1 საათში მოკლეს.
თავდამსხმელების ვინაობა და მიზნები ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ოფიციალურმა მოსკოვმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.
კომენტარები