სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკურ საქმიანობაში მხარდაჭერას უცხადებს.
”სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებით ვრცელდებოდა ჭორები, რომ ის წარმოადგენს ”ნაციონალურ მოძრაობის” სატელიტს, რაც ძალიან სასაცილოა. დიდი ხანია ვიცნობ და ვმეგობრობ ოჯახთან ერთად და ის არ წარმოადგენს არავის სატელიტს, აქვს თავისი შეხედულებები. ის არის ნამდვილი მოქალაქე, ნამდვილი თბილისელი. მე მასში ვხედავ პოტენციალს, რომ გააკეთებს ყველაფერს სამართლიანობის აღდგენისთვის. მე მას დავუდგები გვერდში”, – განაცხადა გირგვლიანმა.
მისივე თქმით, ის წარმოადგენს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც იბრძოდა მთელი ეს წლები.
”ჩვენ ვიბრძვოდით, რომ ახალ ხელისუფლებას დაესამარებინა მურუსიძის ვირუსი, რომელიც კი არ დასამარდა, არამედ პირიქით, უფრო კარგი პირობები აქვს შექმნილი”, – აღნიშნა გირგვლიანმა.