საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნული ასამბლეა) ერთხმად გააუქმა ყველა საკანონმდებლო აქტი, რომელიც ფრანგულ კოლონიებში მონობას არეგულირებდა.
თავად მონობა 178 წლის წინ გაუქმდა, მაგრამ არა ლუი XIV-ის მიერ გამოცემული შესაბამისი დეკრეტები. ამ დეკრეტებში მონები „მოძრავ ქონებად“ არიან მიჩნეულნი. ასევე განსაზღვრულია სასჯელები გაქცევისთვის – ყურების მოჭრითა და დამღის დასმით დაწყებული და სიკვდილით დასჯით დამთავრებული.
ეროვნულმა ასამბლეაში მწვავე დებატები გამოიწვია რეპარაციის საკითხმა. ბევრმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ყოფილმა მონათმფლობელებმა, თავად მონებისგან განსხვავებით, კომპენსაცია მიიღეს. მონობის მსხვერპლთა შთამომავლები ახლა ზღვისიქითა დეპარტამენტებში ცხოვრობენ, რომლებიც საფრანგეთის ყველაზე ღარიბ რეგიონებად მიიჩნევა.
კომენტარები
