ნიუ-იორკის შტატ ქალაქ მონსიში სინაგოგაში თავდამსხმელი შეიჭრა და ხუთი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ებრაულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიშია ჯეიმსიმ განაცხადა, რომ მონსიში მომხდარი ინციდენტის გამო „ღრმად შეშფოთებულია“ და რომ სიძულვილის მოტივით ჩადენილი ქმედებების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა არსებობს. მისივე თქმით, სიტუაციას პირადად გააკონტროლებს.
კომენტარები