უკრაინასა და პრორუს სეპარატისტებს შორის ტყვეების გაცვლის დროს გათავისუფლებული უკრაინელები კიევში ჩაფრინდნენ.
აეროპორტში მათ ოჯახის წევრები და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დახვდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ტყვეების გაცვლის დროს 81 უკრაინელი გათავისუფლდა, მათგან 76 უკრაინაში დაბრუნდა, 6 კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავიანთ ოჯახებთან დარჩა.
ტყვეების გაცვლაზე უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, მიმდინარე თვეში, პარიზში ნორმანდიული ფორმატის შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
ტყვეების გაცვლას გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმებიან.
კომენტარები