პარიზში თავდასხმის დროს ერთ-ერთი დაშავებული დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, მერის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
პარიზის გარეუბანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდასხმა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის შემდეგ ბოროტმოქმედმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი ლიკვიდაცია მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე მოახერხეს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა, ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები