გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ირანთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა, რათა ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ დაძაბული ურთიერთობები განიმუხტოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
„მომდევნო დღეებში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა სიტუაცია განიმუხტოს. ვიმოქმედებთ გაერო-ში, ევროკავშირში და გავმართავთ დიალოგს პარტნიორებთან რეგიონში, მათ შორის ვისაუბრებთ ირანთან“, – განაცხადა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა.
დიპლომატის თქმით, ის უკვე ესაუბრა ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს, ასევე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანსაც.
კომენტარები