ოდესაში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში მამაკაცმა ყუმბარა ააფეთქა, რომლის შედეგად სამ ადამინს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ოდესის ოლქის პოლიციის სამმართველოში განაცხადეს, რომ ყუმბარა სამზარეულოში ამოქმედდა, სადაც მამაკაცები დღესასწაულს აღნიშნავდნენ.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მოგვიანებით მამაკაცებს მეზობელი შეუერთდა, რომელთანაც ერთ-ერთს კონფლიქტი ჰქონდა. ქეიფის დროს, მამაკაცებს შორის კამათი ისევ დაიწყო, ამის შემდეგ 38 წლის მეზობელმა ოთახი დატოვა და რამდენიმე წუთში ყუმბარით ხელში დაბრუნდა, შეაგდო ის ოთახში, კარი მიხურა და მიიმალა.
მომხდარის შედეგად დაზიანებულია საერთო საცხოვრებლის ოთახები.
დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.
კომენტარები