რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 8 იანვარს თურქეთში ჩავა და გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ექსპლუატაციაში შესვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაციას რუსული მედია ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქეთში ვიზიტის დროს გაიმართება ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა, სადაც ლიდერების საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონში არსებული მდგომარეობა იქნება.
კომენტარები