უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეირანის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას გამოეხმაურა.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „ახლო აღმოსავლეთიდან საზარელ ინფორმაცია მივიღეთ“.
„საზარელი ინფორმაცია მივიღეთ ახლო აღმოსავლეთიდან. დღეს დილით, იმამ ჰომენეის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. ჩვენი საელჩო ტრაგედიასთან დაკავშირებულ ვითარებას და დაღუპულთა სიას აზუსტებს. ჩემი ღრმა მწუხარება დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
თეირანის აეროპორტთან უკრაინის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპა.