ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი გადარიცხა.
CNN ცნობით, ამის შესახებ მან სიდნეიში გამართულ კონცერტზე განაცხადა.
ავსტრალიის ტყის ხანძართან საბრძოლველად შექმნილი ფონდის მოცულობა ამჟამად 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. მასში საერთო ჯამში თანხა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩარიცხა.
კომენტარები