ავსტრალიაში მოსახლეობა სტიქიის ზონის დატოვებას ვეღარ ახერხებს. “კენგურუს” კუნძულიდან ძლიერი ხანძარი ქალაქ კინგსკოტის საავტომობილო გზებთან გავრცელდა, რის გამოც ქალაქის მცხოვრებლები სტიქიის ზონაში ჩარჩნენ.
მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს ვიქტორიასა და ახალი სამხრეთ უელსის შტატებში. ხელისუფლებამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სტიქიის ზონის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. მაშველებს ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო ურთულეს პირობებში უწევთ ყოფნა.
შეერთებულმა შტატებმა ავსტრალიას ხანძართან გასამკლავებლად 150-ზე მეტი მეხანძრე გაუგზავნა. ავსტრალიაში უკვე მესამე თვეა რაც მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიას უკვე 27 ადამიანი ემსხვერპლა. დაიწვა 15 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა.
კომენტარები