უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რესპუბლიკის “რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა” აიღო. ამის შესახებ თავად „რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ამირ ალი ხაჯიზადემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ირანის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ სამგზავრო თვითმფრინავი ფრთოსან რაკეტად მიიღო.
მისივე თქმით ისინი, მზად არიან, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილონ.
შეგახსენებთ, „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი ავიალაინერი 8 იანვარს თეირანის აეროპორტის სიახლოვეს, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის ცხრა წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ცნობისათვის, დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდეს.
უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რესპუბლიკის “რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა” აიღო
2020/01/11 19:40:29
ნანახია: 448 ჯერ