შეერთებულ შტატებში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ქარიშხლისა და წყალდიდობის გამო 11 ადამიანი დაიღუპა.
სტიქიის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო. ქარიშხალმა განსაკუთრებით ალაბამას, მისისიპის, კენტუკის, ტენესისა და არკანზასის შტატები დააზარალა. სტიქიამ ათასობით საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა.
მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
კომენტარები