თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ხმაური სხდომის დარბაზიდან ცოტნე გამსახურდიასა და ირაკლი კუპრაძის გაძევებას მოჰყვა. ნარმანია საკრებულოს დეპუტატების წინაშე ანგარიშით გამოდის და უკვე შესრულებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრობს.
თბილისის მერს საკრებულოში მისვლისას ნაჯახით დახვდნენ, რაც თბილისში მოჭრილი ხეების სიმბოლოა. როგორც ჟურნალისტებს ნარმანიამ სხდომის დაწყების წინ განუცხადა, იგი მზად არის კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ. „ვთხოვ ყველას, იყვნენ კონსტრუქციულები, რადგან სამომავლოდ ერთად ვაპირებთ მუშაობს“,- განაცხადა ნარმანიამ.
კომენტარები