ირანი მასობრივმა ანტისამთავრობო აქციებმა მოიცვა. საგარეო კრიზისისა და უმწვავესი საერთაშორისო ზეწოლის ფონზე ქვეყანაში ახალი შიდა არეულობა მწიფდება. თვითმფრინავის ჩამოგდების და ასობით მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო, ხელისუფლებას ამჯერად საკუთარი მოქალაქეებიც უპირისპირდებიან, აქციებს კი ხელისუფლება ფიზიკურ ძალას და დაპატიმრებების სერიას უპირისპირებს. დაკავებების ტალღაში დიდი ბრიტანეთის ელჩიც მოხვდა.
“სიკვდილი დიქტატორს!” – ამ შეძახილებით თეირანში ასობით დემონსტრანტმა უკრაინული ბოინგის ჩამოგდების გამო ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ჰამენეის გადადგომა მოითხოვა. მომიტინგეებმა ხელისუფლებისგან გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარება და დამნაშავეების სათანადოდ დასჯა მოითხოვეს. პოლიციამ აქცია ცრემლსადენი გაზითა და ხელკეტებით დაშალა.
კომენტარები