თბილისის მერიამ ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს საკომპენსაციო რგვებს და გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციაზე ცვლილებების განხორციელებას.
„პარლამენტს მივმართეთ ინიციატივით, რომ ხეების მოჭრის შემთხვევაში განხორციელდეს უფრო სერიოზული საკომპენსაციო ღონისძიებები. ასევე მივმართეთ ბუნდოვანი დებულებების და ნორმების განმარტებებთან დაკავშირებითაც. ამ თვალსაზრისით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და მზად ვართ დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად გავაგრძელოთ აღნიშნულ თემებზე მუშაობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიამ ხეების მოჭრის გამკაცრებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა
2016/08/26 21:05:51
ნანახია: 1683 ჯერ