გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობის დასაცავად, ტრიპოლში, თურქეთის სპეციალური ძალები ჩავიდნენ.
ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ლიბიის ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადა და დახმარების პირობა დადო.
მთავრობას კადაფის ყოფილი მოკავშირე, გენერალი ჰაფთარი ებრძვის. ქვეყანა ამ ორ ძალებს შორისაა გაყოფილი. კონფლიქტი საერთაშორისო განხილვის საგანია და მასზე ბერლინში გამართულ კონფერენციაზეც იმსჯელებენ.
კომენტარები