40 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ავიაიერიშებს სირიაში. რუსეთის მხარდაჭერით სირიის სამთავრობო ძალებმა იერიში ამბოხებულების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიიტანეს.
მათ შორი იდლიბის პროვინციაში დაიღუპა 9 ადამიანი, ალეპოში კი 8-სულიანი ოჯახი, მათგან 6 ბავშვია. დაბომბილია რამდენიმე სოფელი.
გაეროს მონაცემებით, ჰუმანიტარული კრიზისის გამო ბოლო ერთ თვეში იდლიბის პროვინცია 300 ათასამდე ადამიანმა დატოვა. იდლიბი სირიაში ერთადერთ ტერიოტორიად რჩება, რომელსაც ასადის ოპოზიცია აკონტროლებს.
კომენტარები