„უმძიმესი კადრები ვიხილეთ. საყურებლად ძალიან მძიმეა, ამას სიტყვებით ვერ გადმოსცემ.”– ასე აფასებს გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას” საზოგადოება, რომელიც კინოთეატრ „რუსთაველში” პრემიერას დაესწრო.
„რეპორტიორთან” საუბარში დარბაზში მყოფებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ჩვენის მხირდან კი დავამატებთ, რომ მცირე დროში ასახული სისასტიკე, რომელიც დღეს ვიხილეთ, მართლაც ყველანაირ ჩარჩოებს სცდება და მაყურებელს აიძულებს, სრული ჭეშმარიტებით შეიგრძნოს თითოეული ნაწამები პატიმარის ყოფა ციხეში წინა ხელისუფლების დროს.
„ამას სიტყვებით ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო და მიხვდები, თუ რა სასტიკი რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ ადამიანები. პარალელების გავლება შეიძლება თუნდაც ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან… ადამიანებს აწამებდნენ, აიძულებდნენ არ არსებული ჩვენება მიეცათ, აუპატიურებდნენ, თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ…”- აცხადებს „რეპორტიორთან” მაყურებელი.
„დადუმებული ვარ… იყო ისეთი მონაკევეთები, როდესაც ტირილის შეკავებას ვერავინ ახერხებდა… მთელი დარბაზი ტიროდა… მათ შორის ასაკოვანი მამაკაცები და ქალები…”- ფილმის სატელევიზიო პრემიერა ტელეკომპანია „იმედის” ეთერით 6 სექტემებრს შედგება, ხოლო 7 სექტემბერს ტელეკომპანია GDS- ის ეთერით გაიმართება.
„რეპორტიორი”