უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ მხარეები პრესკონფერენციას გამართავენ. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინაში უკვე ჩავიდა.
მანამდე, 30 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პომპეო კიევს სამ იანვარს ეწვეოდა და უკრანის ხელმძღვანელ პირებს შეხვდებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო ვიზიტი გადაიდო.
პომპეო უკრაინას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მინი ტურნეს ფარგლებში ესტუმრება. ის კიევის გარდა ბელარუსში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ჩავა.
მაიკ პომპეო არა მარტო აშშ-ის მთავრობის პირველი პირი გახდება, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კიევში ჩავა, არამედ პირველი ჩინოსანიც ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდა.