რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა ორი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოცემა „მედუზას“ ცნობით, ვირუსი ტიუმენის ოლქის კლინიკაში ორ პაციენტს დაუდგინეს. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან.
ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა
კომენტარები